„რა გვქონდა და რა გვაქვს. მაშინ, პატიმარს ადამიანად არ მიიჩნევდნენ და ის იყო პირუტყვი“ – გელა ნიკოლეიშვილი

  •  

“პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული ვითარება უნდა შევაფასოთ იმით, თუ რა გვქონდა და რა გვაქვს. შევარდნაძის დროს, ციხეს კრიმინალი მართავდა, სააკშვილის დროს კი ადმინისტრაცია საშინელი მეთოდით უსწორდებოდა პატიმარს. პატიმარი იყო ტყვე, ის ადამიანი არ იყო, სასტიკად ეპყრობოდნენ“ – ეს განცხადება ადვოკატმა და უფლებადამცველმა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთა, რომელიც ნინო ლომჯარიამ პარლამენტში წარადგინა.

გელა ნიკოლეიშვილმა ე.წ. ციხის მაყურებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს, საქართველოში,  ქურდი არც ციხეშია და არც ციხის გარეთ.

„ყველაფერი შედარებითია. დღეს მოვედით იმ სისტემამდე, სადაც აშკარაა მცდელობა, სისტემა იყოს დაბალანსებული, დაცული იყოს კანონი და ადმინისტრაციასაც აქვს უფლება-მოვალეობები. რა თქმა უნდა, პრობლემებიც არის. სამწუხაროა, რომ ანგარიშში აქცენტი „მაყურებლის ინსტიტუტის“ დაბრუნებაზეა გაკეთებული. ეს ინსტიტუტი არც არასადროს გაუქმებულა – ის სააკაშვილის დროსაც იყო. დღეს, ფაქტია, არც ერთი კანონიერი ქურდი არაა, არც ციხეში და არც მის გარეთ“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე შეფასებით, დღეს საკმაოდ დიდია მცდელობა, რომ ციხეები კრიმინალმა არ მართოს.

„ყოველდღიური შეხება მაქვს ციხეებთან და პატიმრებთან. ფაქტია, რომ არის მცდელობა, კრიმინალმა არ მართოს ციხეები, მე ამას პირად ვხედავ. თუ სადმე „კრიმინალური ავტორიტეტები“ არიან გამოძიება უნდა დაიწყოს, ეს სისიხლის სამართლის დანაშაულია“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მედიაცენტრი მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები