„სანამ შოთაძე კანდიდატურას წარადგენდა, გამარჯვების შანსი მე მქონდა “ – გრიგოლ გაგნიძე

მთავარი პროკურორობის აწ უკვე ყოფილმა კანდიდატმა, გრიგოლ გაგნიძემ კანდიდატურის მოხსნის მიზეზად ირაკლი შოთაძე დაასახელა და აღნიშნა, რომ შოთაძის სისტემაში დაბრუნების სურვილით მისი გამარჯვების რეალური შანსი განულდა. განცხადება კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე გრიგოლ გაგნიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„ვინ როგორ გაართმევს თავს არ ვიცი, ჩემი მხრიდან არაეთიკური იქნება ამისი თქმა. გენერალური პროკურორის სავარძლის დასაკავებლად საკუთარი კანდიდატურა იმ მოტივით დავაყენე, რომ ამჯერად, პროკურორები არ მონაწილეობდნენ არჩევნებში. ამიტომ, ადვოკატებმა და კერძო სექტორში დასაქმებულმა ადვოკატებმა საჭიროდ ჩავთვალეთ მონაწილეობა და კონკურენციაში შევედით. მართალი გითხრათ, გამარჯვების შანსი მქონდა, მაგრამ რაც ირაკლი შოთაძე გამოჩნდა, გადავწყვიტე, უარი მეთქვა“ – განაცხადა ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.     

ადვოკატი გაგნიძე შოთაძის მობრუნებას მთავარ მიზეზად, ყოფილი მთავარი პროკურორის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში ხედავს.

„შოთაძის მობრუნება განპირობებულია იმით, რომ რაღაც საკითხები კარგად ჩაატარა. იყო შეცდომებიც და მობრუნების მიზეზიც მათი გამოსწორებაა. იმედია, ღირსეულად გაუძღვება თავის მოვალეობას და არსებულ შეცდომებს უკან გასწევს“- განაცხადა გაგნიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები