სოციალური ქსელის მომხმარებელი საბა ბუიძე მეგობრის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს და წერს, რომ მას სისხლის დონორები სჭირდება.
საბა ბუაძის თქმით, მისი მეგობარი ექვს სართულიანი შენობიდან გადმოვარდა და სხეულის 65% დამსხვრეული აქვს.
საბა ბუაძე განმარტავს, რომ სისხლის გაღება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც 12 თვის განმავლობაში ვირუსი არ გადაუტანიათ, არ აქვთ ტატუ და 55 კილოზე მეტნი არიან.
“ხალხნო ძალიან ცუდ სიტუაციში ვართ . ჩემი ბავშვობის მეგობარი გადმოვარდა 6 სართულიდან და სხეულის 65% აქვს დამსხვრეული. აქვს სისხლდენა და ვერანაირად ვერ ვშოულობთ დონორებს რომლებიც პირველი უარყოფითი სისსხლის ჯგუფის მატარებლები არიან . ძალიან გთხოვთ და გემუდარებით გაავრცელეთ რამენაირად ეს ინფორმაცია რომ ადამიანს რამე ვუშველოთ და გვერდში დავუდგეთ. ხვალ დილით იკეთებს პირველ ოპერაციას და სისსხლის მარაგი საერთოდ არ გვაქვს . გვჭირდება ისეთი კარგი ადამიანები რომლებსაც ბოლო 1 2 თვის განმავლობაში არანაირი ვირუსი არგადაუტანია , არაქვს ტატუ საერთოდ ან აქვს და რამოდენიმე წლის წინანდელი . 55 კილოზე ზემოთ ჯანმრთელო ადამიანებო თუ კი ხართ გთხოვთ რომ მოგვეხმაროთ . ვისაც შეგიძლიათ დახმარება დაუკავშირდით 558129717” – წერს საბა ბუაძე