“რაც მოხდა, იყო ძალიან დიდი შოკი და იმედგაცრუება” – თამილა ლაფანაშვილი

  •  

“ძალიან დიდი შოკი და იმედგაცრუება იყო, რაც მოხდა, ეს არის მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება, გამოეტანათ,  რასაც ვერ შევეგუებით”, – ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თამილა ლაფანაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან პირად შეხვედრას ითხოვს.

„ის ისჯება იმისთვის,  რისიც სჯერა, მას არანაირი კრიმინალი არ ჩაუდენია. ჩვენ ისევ მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რადგან მაქსიმალური გააქტიურება უნდა მოხდეს. ეს არის ღირსების საქმე, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლის ვალია ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ბერკეტის გააქტიურებას, ბრძოლა მაქსიმალურად იქნება გააქტიურებული და ვითხოვ პრემიერთან პირად შეხვედრას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება. ჩემი თხოვნაა,  რომ დღეს მოხდეს შეხვედრა“ ,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი თემები