“არსებობს სხვა საერთაშორისო მექანიზმები, რაც უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ” – ომბუდსმენი გაფრინდაშვილზე

  •  

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება.

ომბუდსმენის განცხადებით, ხელისუფლებამ ამ საკითხზე გამოიყენა არაოფიციალური კონტაქტები და გარკვეული დიალოგის ფორმატები. თუმცა, მისი აზრით, არსებობს სხვა საერთაშორისო მექანიზები, რომლებიც ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს.

“მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ძირითადად გამოიყენა არაოფიციალური კონტაქტები, ასევე გარკვეული დიალოგის ფორმატები, მათ შორის, რუსეთის ხელისუფლებასთანაც. ასევე, ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო საზოგადოებას. ვფიქრობ, არსებობს სხვა საერთაშორისო მექანიზმები, რაც უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ არამარტო ამ შემთხვევაში, ზოგადად ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

მე, როგორც სახალხო დამცველი, ვაპირებ მივმართო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მოვიპოვო მეტი ინფორმაცია დამატებით რა მექანიზმების გამოყენება შეიძლება. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პრობლემაა, როდესაც ჩვენ ევროპაში გვაქვს ტერიტორია, სადაც არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არავის მიუწვდება ხელი, ვერავინ შედის ამ ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიაზე ხდება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები” – ამბობს ნინო ლომჯარია.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

მსგავსი თემები