აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წინასაახალწლო მიღება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წლის მნიშვნელოვანი – წინასაახალწლო მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ გამორჩეული ბიოგრაფიის, თვალსაჩინო წარმატებისა და სხვადასხვა სფეროში  განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანები, ძირითადად აფხაზეთის მკვიდრნი.

ცნობილ ადამიანებთან შეხვედრას დაესწრნენ  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აპარატის წარმომადგენლები. შეხვედრა, რომელიც მუსიკალური კლიპით დაიწყო აფხაზეთზე, თბილ და ემოციურ გარემოში გაიმართა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით,  განსაკუთრებული ღვაწლით, პროფესიონალიზმით, მიღწეული წარმატებით,  მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციით  გამორჩეულები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ  უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და სიმბოლური საჩუქრები – აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ალბომი  და უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცემული კრებული სახელწოდებით „აფხაზეთის, საქართველო ტრაგედია: ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“ გადასცა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ ადამიანებს, რომელთაც ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის, აფხაზეთისათვის ბრძოლაში პატრიოტული და მოქალაქეობრივი ვალის ღირსეულად მოხდისათვის, დევნილთა მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, ჯანდაცვის, ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის,  ჟურნალისტიკის, ხელოვნების, სპორტის განვითარებისათვის თავდადებულად იღვაწეს და თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს.

დაჯილდოებულთა შორის არიან: აფხაზეთის ომის მონაწილეები ზურაბ მამარდაშვილი, ბაკურ ბულისკერია, ვალერი ვაშაკიძე, ჯანდაცვის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები რამაზ ყურაშვილი, დალილა ხორავა, ირინა ჭელიძე, ლეილა ფაცაცია, ჟურნალისტები თენგიზ პაჭკორია, ელისო ხუტკუბია,  სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელი ზაურ მებონია,  მუსიკოსები თემურ ყვითელაშვილი, ნათია თოდუა, არასამთავრობო ორგანიზაციის  წარმომადგენელი იური თურქია, სპორტსმენები ირმა ხეცურიანი, სოსო მალანია, საჯარო მოხელეები თინა კვარაცხელია, მარინა შენგელია, დარეჯან ხაბეიშვილი.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები