„ჩვენ ზაზა სარალიძის გვერდით ვართ, თუმცა, ყოველგვარ რევოლუციურ სცენარს ვემიჯნებით. ამიტომაც არ ვდგავართ დღეს იქ, რუსთაველის გამზირზე. სრული შემადგენლობით ვუერთდებით და მხარს ვუჭერთ პროტესტს, მაგრამ არა აქციას. ასეთი საკითხები ქუჩაში არ წყდება“ – აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია „მთავართან“ საუბრისას.
სამუშიას განცხადებით, დღევანდელ აქციებს პოლიტიკოსები ლიდერობენ და სამართლებრივი გზა არავის აინტერესებს.
„თუ სამართლებრივ ბრძოლაზე უარს ამბობენ, რა რჩება, რევოლუციის გზა? მე სხვა სცენარს ვერ ვხედავ იმ პოლიტიკოსებისგან ვინც აქციას ორგანიზატორობენ. როცა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს საკითხების გადაწყვეტა რუსთველის გამზიეზე სურთ, ასე არ გამოვა. ეს სამართლებრივ სვლას გამორიცხავს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიღებელია“ – აცხადებს სამუშია.
„თავისუფალი დემოკრატები“ სანდრო გირგვლიანის თემასაც იხსენებე, დღევანდელ მოვლენებთან აკავშირებენ და კონკრეტულ კითხვას სვამენ – ირინა ენუქუძე ქუჩაში რომ გასულიყო, იქნებოდა ის შედეგი, რაც სტრასბურგმა დადო?
„მაგალითად, სნდრო გირგვლიანის დედას სამართლებრივად რომ არ ებრძოლა და ქუჩაში დამდაგიყო, ის შედეგი გვექნებოდა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დადო? თუ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ და ევროპიულ სტანდარტებთან დაახლოება გვინდა, ეს გამორიცხავს ყოველგვარ რევოლუციურ სცენარს. არადა, ეს ნიშნაები ნაბმვილად აქვს ამ აქციას“ – განუცხადა მთავარს სამუშიამ.