დათოს დაბადების დღე ახლოვდება, მინდა მანამდე დასრულდეს ყველაფერი – ზაზა სარალიძე თადუმაძეს შეხვდა  

ექსკლუზივი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ახალ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძე შეხვდა და საქმის დეტალებსა და გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრეს. შეხვედრა თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა, რომლის დროსაც თადუმაძე შვილმკვდარ მამას საქმის პირად კონტროლზე აყვანას დაჰპირდა “ვერაფერს ვიტყვი ახალ მთავარ პროკურორზე, რადგან მხოლოდ 20-30 წუთიანი შეხვედრა გვქონდა. პირობა მოგვცა ადამიანური, რომ ყველაფერს პირად კონტროლზე აიყვანს. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ამ პირობას… არანაირი ვადებში არ მოუქცევია, ერთადერთი ვადა მე დავუსახელე, რადგან დაფიცებული მაქვს, რომ სანამ სამართლიანი შედეგი არ დადგებოდა ბავშვის საფლავზე არ გავიდოდი, მე დავუსახელე ვადა. დათოს დაბადების დღე ახლოვდება…

მეტი...

„ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, სამართლიანობის იმედი მაქვს“ – ზაზა სარალიძე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები დროებით შეწყვეტილია. როგორც ზაზა სარალიძემ პარლამენტთან შეკრებილებს მიმართა, ის დროებით საპროტესტო მუხტს წყვეტს და საგამოძიებო პროცესებში ერთვება. „მაქსიმალურად ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, იმედია, საბოლოო ჯამში ჭეშმარიტებას მივაღწევთ. კომისიასთან გავიარეთ რაღაც დეტალები. ძალიან დამაჯერებელ დეტალებზე ვისაუბრეთ. კომისიამაც დაიწყო საქმის მასალების გაცნობა. დეტალებზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თვითონაც საუბრობენ. იმედია, საბოლოო ჯამში ჭეშმარიტებას მივაღწევთ“, – განაცხადა სარალიძემ. მან დროებით საპარლამენტო კომისიაში  დასაბარებელ პირებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ვინაობაზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს: „სიაზე მუშაობა  მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათზე ვერ ვისაუბრეთ. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვითანამშრომლებთ“. ზაზა სარალიძის…

მეტი...

მირზა სუბელიანს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 2-დან 4-წლამდე ემუქრება

  ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული, პროკურატურის ყოფილი მარალჩინოსანის აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარე სასამართლოს დღეს მიმართავს. შესაბამისად, დღეს გაირკვევა დაკავებული პატიმრობაში დარჩება თუ ჯარიმით გათავისუფლდება. როგორც სუბელიანის ადვოკატი აცხადებს, მან  გამოძიებაში თავი მთლიანად დამნაშავედ ცნო. დაკავებულს ბრალი სს კოდექსის 376-ე მუხლით წარუდგინეს, რაც  დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ის პატიმრობას არ დაეთანხმება და თუ სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა, ზემდგიომ ისტანციაში გაასაჩივრებს.

მეტი...

„თავისუფალი დემოკრატები“ რევოლუციურ სცენარს ემიჯნებიან

„ჩვენ ზაზა სარალიძის გვერდით ვართ, თუმცა, ყოველგვარ რევოლუციურ სცენარს ვემიჯნებით. ამიტომაც არ ვდგავართ დღეს იქ, რუსთაველის გამზირზე.  სრული შემადგენლობით ვუერთდებით და მხარს ვუჭერთ პროტესტს, მაგრამ არა აქციას. ასეთი საკითხები ქუჩაში არ წყდება“ – აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია „მთავართან“ საუბრისას. სამუშიას განცხადებით, დღევანდელ აქციებს პოლიტიკოსები ლიდერობენ და სამართლებრივი გზა არავის აინტერესებს. „თუ სამართლებრივ ბრძოლაზე უარს ამბობენ, რა რჩება, რევოლუციის გზა? მე სხვა სცენარს ვერ ვხედავ იმ პოლიტიკოსებისგან ვინც აქციას ორგანიზატორობენ. როცა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს საკითხების გადაწყვეტა რუსთველის გამზიეზე სურთ, ასე არ გამოვა. ეს სამართლებრივ სვლას გამორიცხავს, რაც ჩვენთვის…

მეტი...

ხორავას ქუჩის საქმის გამო, შესაძლოა განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნაც გაჩნდეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 6 თვის წინ მომხდარი 2 მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით,  შესაძლოა განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნაც გაჩნდეს. მოკლული არასრულწლოვანი, დავით სარალიძის მშობლებისთვის გაუგებარია განათლების სამინისტროს პოზიცია და ის, თუ, მომხდარის გამო ეს უწყება არავითარ პასუხისმგებლობას რატომ არ კისრულობს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძე განუცხადა, დაზარალებული მხარისა და მთელი საზოგადოების მოთხოვნაა, N 51-ე სკოლის დირექციას პასუხი გაეცა იმ კითხვებზე, რაც ბოლო დღეებში გაისმის. ” მთელი ამ ხნის განმავლობაში მოვითხოვდით, სკოლის დირექციას ხმა ამოეღო იმ სიბინძურეზე, რაც მოკლული მოზარდის მისამართით ვრცელდებოდა. სკოლის დირექტორი ახლა რატომ ალაპარაკდა ვერ გეტყვით,…

მეტი...

„N 51 – ე სკოლის დირექტორი უნდა გადამდგარიყო“  – რამ აიძულა დირექტორი  ალაპარაკებულიყო

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ მიაჩნიათ, რომ თბილისის, N51-ე სკოლის დირექტორს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მინიმუმ  მორალური პასუხისმგებლობა  უნდა ეუღო და თანამდებობიდან გადამდგარიყო.  აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელი იცავს შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უფლებებს სასამართლოში. როგორც მედიაცენტრ „მთავარს“  ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა განუცხადა, დღემდე არ არის შესწავლილი  რა უძღოდა წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას.  „მომხდარ მკვლელობას 51-ე სკოლაში წინ რა უძღოდა, რა დაპირისპირება არსებობდა, დღემდე შესწავლილი არ არის. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა  სკოლის ადმინისტრაციამ და განათლების სამინისტრომ უნდა აიღოს. აუცილებლად  შესასწავლია სკოლაში არსებული ვითარება. კერძოდ, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებასა და ბულინგს სისტემური…

მეტი...

“თქვენ უკვე აიზილეთ “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ პროცესში” – „პატრიოტთა ალიანსის“ ულტიმატუმი ხელისუფლებას

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტული ალიანსის” წევრებმა, რომლებიც ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შემადგენლობაში არიან, პროტესტის ნიშნად კომისია დატოვეს და პროკურატურას ულტიმატუმი წაუყენეს, – ან გამოიძიონ ყოფილი ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებები, ან ახალი კომისია შექმნან, რომლის შემადგენლობაშიც არ იქნებიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. “ძვირფასო პროკურატურავ, იმის ნაცვლად რომ ბოკერია დაიბაროთ, ის აქეთ გიბარებთ” – ამ სიტყვებით დატოვა დროებითი საგამოძიებო კომისია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ.   მისი შეფასებით, პარლამენტში ცინიზმისა და უნამუსობის საზღვრები გარღვეულია და “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” უკვე ერთ ძალად იქცა. “მინდა ვუთხრა “ქართული ოცნების” ძველ გვარდიას, ბატონებო თქვენი დანამუსების დრო…

მეტი...

„14 წლის, 13 ჭრილობა, 0 მკვლელი“ – ბარათაშვილის ხიდის Street Art -ი

თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც დედაქალაქის მერიამ  “ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის” ფარგლებში Street Art -ის მორიგი აქცია გამართა, გამოჩნდა გრაფიტი, რომელიც თავისი შინაარსით, ხორავას ქუჩის ტრაგედიას ეხმიანება. გრაფიტზე განთავსებულია წარწერა: – „14 წლის, 13 ჭრილობა, 0 მკვლელი“.​ როგორც ნამუშევრის ავტორი ამბობს, გრაფიტი არ უკავშირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს, ეს არის სიუჟეტი ერთ-ერთი ამერიკული ფილმიდან. ” ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელში მიმდინარეობს Street Art ფესტივალი, რომლის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მხატვრები ახორციელებენ საფეხმავლო სივრცის კედლების მოხატვას. პროექტის ორგანიზატორია საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაცია, მხარდამჭერია თბილისის მერია. ნამუშევრების შემოქმედებით მხარეს, პროექტის ესკიზების შექმნასა და განხორციელებას განსაზღვრავენ…

მეტი...

გამოძიება ექსპერტიზაზე რომ ჩემოეკიდოს და განაჩენი ამის საფუძველზე დადგეს, არასწორად მიმაჩნია – ექსპერტ-კრიმინალისტი  

​თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით,  დამოუკიდებელი ექსპერტ-კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი, არასწორად მიიჩნევს სასამართლო განაჩენი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგეს. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა, დღეს არსებობს მტკიცებულებები, საქმის გამოძიება შესაძლებელია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი გამოძიების ჩასატარებლად. “​სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის შედეგები სხვა მტკიცებულებებთან ერთად უნდა შეფასდეს”, – აცხადებს ალთუნაშვილი. ​ექსპერტმა შემთხვევის ადგილზე არსებული ჯიხურის დანგრევაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯიხურის აღდგენა და ყველა სხვა მტკიცებულებების მოძიება სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა, უმთავრესი მოწმეთა ჩვენებებია. “მოწმეთა ჩვენებების გარეშე არ აქვს აზრი, არც ექპერტიზის დასკვნას და არც ჯიხურის აღდგენას.…

მეტი...

“დამიდექით გვერდით! ჩემი შვილის მკვლელები არ დასჯილან” – მოკლულის ოჯახის პროტესტი  

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 5 თვის წინ მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მოკლულის ახლობლები მთავარ პროკურატურისკენ მიემართებიან. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მკვლელების დასჯას ითხოვენ. „ირაკლი შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი ვინ მოკლა ჩემი შვილი!“ – მოითხოვს ზაზა სარალიძე და საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს. „გთხოვთ, მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდით! ჩემი შვილის მკვლელები არ დასჯილან,“ – აცხადებს მოკლული დავით სარალიძის მამა. მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უშუალოდ დავით სარალიძის მკვლელი არ გამოვლენილა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე…

მეტი...