რეზო ინანიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მწერალ რეზო ინანიშვილის მშობლიურ სოფელში მისი  ხსოვნის საღამო 10 ივნისს გაიმართა. დიდი ქართველი მწერლის ხსოვნის უკვდავსაყოფად  მისი ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, პოეტებმა, მწერლებმა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი.

რეზო ინანიშვილის ხსოვნის საღამოების 2016 წლიდან ტრადიციულად აღინიშნება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები. ასევე თბილისის რეზო ინანიშვილის სახელობის №159-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მწერლის უკვდავი მოთხრობებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. 

12-00 საათზე, სოფელ ხაშმის წმ. გიორგის ეკლესიაში რეზო ინანიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა.
სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ა.ი.პ კულტურის ობიექტების გაერთიანების სამსახურისა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები იმყოფებოდნენ.

მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს მისმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და პოეტებმა, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში თბილი სიტყვები არ დაიშურეს მისი მისამართით.

მწერლის მეუღლე როზა ინანიშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და რეზო ინანიშვილის ხსოვნის პატივისცემისათვის.

 

მსგავსი თემები