მირზა სუბელიანს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 2-დან 4-წლამდე ემუქრება

 

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული, პროკურატურის ყოფილი მარალჩინოსანის აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარე სასამართლოს დღეს მიმართავს. შესაბამისად, დღეს გაირკვევა დაკავებული პატიმრობაში დარჩება თუ ჯარიმით გათავისუფლდება.

როგორც სუბელიანის ადვოკატი აცხადებს, მან  გამოძიებაში თავი მთლიანად დამნაშავედ ცნო. დაკავებულს ბრალი სს კოდექსის 376-ე მუხლით წარუდგინეს, რაც  დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ის პატიმრობას არ დაეთანხმება და თუ სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა, ზემდგიომ ისტანციაში გაასაჩივრებს.

მსგავსი თემები