„ჩვენი მეუფე პეტრეა“ – ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს მხარდამჭერები იკრიბებიან

  •  

ჭყონდიდის ეპარქიაში, მეუფე პეტრეს სოლიდარობას უცხადებენ. მრევლი და სასულიერო პირები მის მხარდასაჭერად იკრიბებიან. როგორ მეუფე პეტრე აცხადებს, ის ეპარქიაში დღეს ჩავა და მრევლის ჩაწყნარებას შეეცდება.

“კომფორმისმზე ნამდვილად არ მივცემ რჩევას, მაგრამ ყველამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. მათ უნდა იცოდნენ, რასთან გვაქვს საქმე. კი ბატონო, სინოდმა, ახალმა მღვდელმთავარმა შესთავაზოს გამოსავალი. მიმაჩნია, რომ ამ არსებულ სიტუაციაში ჩემი ხმის ამოღება სწორია. ახალი მღვდელმთავარი შესთავაზებს, რა როგორ ჯობია, შემდეგ უკვე მათი არჩევანი იქნება, როგორ მოიქცევიან, როგორ შეეგუებიან ეკლესიაში არსებულ უსამართლობას. მე უსამართლობისთვის ვერავის მივცემ კურთხევას”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

როგორც ჭყონდიდის ეპარქიის ეზოში შეკრებილები აცხადებენ, საპატრიარქოს გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია და იმ მუხლის გასაჯაროებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც მეუფე პეტრე მღვდელმთავრობას ჩამოაშორეს.

მეუფე პეტრეს მხარდამჭერი სასულიერო პირები აცხადებენ,  რომ მათი მღვდელმთავარი პეტრეა და ახალ მეუფეს მხარს არ დაუჭერენ.

მსგავსი თემები