ბიუჯეტისთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენებისთვის ლაურა ღაჭავას ბრალი წარუდგინეს  

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას  ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

დაკითხვიდან გამოსულმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ სანამ ბრალდებას სრულფასოვნად არ გაეცნობა, შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგანაც საქმეს არ იცნობს.

„15 ტომი გამოგვატანეს და 15 ტომის კიდევ დისკებია. ასე სწრაფად ამას ვერ გავეცნობოდით. გაცნობამდე ვერანაირ კომენტარს გავაკეთებ, ვინაიდან არის საქმის მასალები, რისი საქმის კურსშიც საერთოდ არ ვარ. აზრზე არ ვარ, რა ხდება და როგორ არის. პოლიტიკური მოტივი არის გამორიცხული. ყველაფერი წესრიგში მაქვს. უნდა გავეცნო“, – განაცხადა ღაჭავამ.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, საქმე, რასაც მას ედავებიან, 2013 წელს უკავშირდება და გაუგებარია, რატომ გაახსენდათ 2019 წელს. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი, ამ ეტაპზე, 2 160 955 ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები