ზაზა მესხს, მის მეუღლესა და ერთ შვილს შაბათს დაკრძალავენ

3 აგვისტოს შოვში განვითარებულ სტიქიას ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. სტიქიას ემსხვერპლა ზაზა მესხი და მისი ოჯახი. ამ დრომდე ეძებენ ზაზა მესხის ორ შვილს.

ზაზა მესხს, მის მეუღლესა და ერთ შვილს, თბილისში, შაბათს დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ”პრაიმტაიმი” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  პანაშვიდი პარასკევს, 16 საათიდან ვაკის წმინდა სამების სახელობის ტაძარში გაიმართება.

ტაძრიდან გამოსვენება შედგება შაბათს, 14 საათზე.

 

 

მსგავსი თემები