შიდა ქართლში, პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტები დაჯარიმდა

სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ შიდა ქართლში 31 ობიექტი შეამოწმა და 17 დააჯარიმა. ბიზნესოპერატორებს 2000 ლარიანი სანქცია დაეკისრათ.    

სააგენტო აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს  მთელი  ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. მიმდინარე თვეში სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა  შიდა ქართლის რეგიონში. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ  დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო. ასევე, 4 შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ბიზნესოპერატორები 2000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით  განადგურება, რასაც  ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

მსგავსი თემები