ჟურნალისტები „რუსთავი 2″-ს ტოვებენ, პაატა სალია განცხადებას ხვალ გააკეთებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტები პოზიციებს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. დღეს, კურიერის გამოშვება ეთერში არც გასულა.  „რუსთავი 2″ -ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას ხვალ აპირებს.

“კურიერი” თითქმის მთელმა გუნდმა დატოვა, რის გამოც, საინფორმაციო გამოშვებები ეთერიდან მოიხსნა.

ჟურნალისტების თქმით, პაატა სალიამ მათ არხზე დარჩენა შესთავაზა, თუცა, ეს წინადადება იმ მიზეზით არ მიიღეს, რომ არხი დამოუკიდებელი არ იქნება.

“რუსთავი 2″ ჩემი სახლია” – ამ სიტყვებით დატოვა თითქმის ყველა ჟურნალისტმა არხი.

მსგავსი თემები