„ფეიკ ნიუსის“ გავრცელება 15 წლიანი პატიმრობით დაისჯება – პუტინი სანქციებს ამკაცრებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე „სამხედრო ოპერაციასთან“ დაკავშირებით გავრცელებული ე.წ. ფეიკ ნიუსებით ისე გაღიზიანდა, კანონმდებლობის გამკაცრება გადაწყვიტა. პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა კანონს, რომელიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე სს პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

საუბარია უკრაინის ომზე, რომელსაც რუსული მხარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდებს კერძოდ, ოპერაციის მონაწილეების დისკრედიტაციისა და „ფეიკ“ ინფორმაციის გავრცელებისთვის სს პასუხისმგებლობა შემოდის. კანონმდებლობა მკაცრდება მოხალისეებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზეც. მაქსიმალური სასჯელი კი 15 წლიანი პატიმრობა იქნება.

 

მსგავსი თემები