ტაილანდში დააკავეს ქალი, რომლის ლომს მანქანით ასეირნებდნენ

ტაილანდის პოლიციამ დააკავა ქალი, რომლის ლომს ქალაქ პატაიაში მანქანით ასეირნებდენ. ვიდეოში,  ჩანს ლომი, რომელიც სახურავგადახდილ ბენტლის უკანა სავარძელზე ზის.

ტაილანდში ლომის ყოლა არაკანონიერი არაა, თუმცა აუცილებელია მისი ოფიციალურად დარეგისტრირება.

ტაილანდის ხელისუფლების განცხადებით, სავანჯიტი ამტკიცებდა, რომ ცხოველი პატომის პროვინციაში ტაილანდელი კაცისგან იყიდა, რომელმაც პატაიაში მის ჩამოყვანასაც შეუწყო ხელი. თუმცა მას არ ჰყავდა ცხოველი შემოწმებული, რის გამოც მისი გაყიდვაც და ყოლაც უკანონოდ მოხდა.

ქალს ემუქრება ბრალი კონტროლირებადი გარეული ცხოველის ნებართვის გარეშე ფლობისთვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

ბრალს წაუყენებენ კაცს, რომელმაც ლომი გაყიდა.

მსგავსი თემები