„დიდ ომში პატარა ქმედებები არ არსებობს…თითოეული ჩვენგანი მებრძოლია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,თითოეული ჩვენგანი მებრძოლია, თითოეული ჩვენგანი ფრონტია,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამში“ წერს.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი იბრძვის, როგორც ერთი გუნდი.

„დიდ ომში პატარა ქმედებები არ არსებობს. არ არსებობს არც არასაჭირო ქმედებები. თითოეული ჩვენგანი მებრძოლია. თითოეული ჩვენგანი ფრონტია. თითოეული ჩვენგანი არის თავდაცვის საფუძველი. ჩვენ ვიბრძვით როგორც ერთი გუნდი – მთელი ქვეყანა, ყველა ჩვენი რეგიონი“, – წერს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები