„მიშას არ მოგაკვლევინებთ, ის არის თანამედროვე საქართველოს აღმაშენებელი“ – დავით სააკაშვილი

“მიშას არ მოგაკვლევინებთ. მიშა არის ჩვენი ძმა. მიშა არის თანამედროვე საქართველოს აღმაშენებელი” – მიხეილ სააკაშვილის ძმებმა, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მათი მოქმედების სტრატეგიაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მოსახლეობის შესაგროვებლად რეგიონებში გადიან.

„ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან. პირველ რიგში, ექიმებთან, საპატრიარქოსთან. გვაქვს რაღაც სიგნალები, შეიძლება პატივი დაგვდოს უწმინდესმა და შეგვხვდეს, რათა ავუხსნათ ჩვენი მიშას, ჩვენი ძმის, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იქნებ მისმა ზეგავლენამ და ავტორიტეტმა მოახდინოს რამე გავლენა.

გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოვივლით ყველა რეგიონს“ – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

„ქილიკი და ღლიცინი კვერცხებზე, რა დაგემართათ ხალხო…“ – მიხეილ სააკაშვილის ძმების საგანგებო განცხადება

მსგავსი თემები