„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან

“თიბისი” ბანკის განცხადებით,  ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან. ამის შესახებ ბანკმა “რადიო თავისუფლებას” განუცხადა.

,,აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არა შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა] სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში”, – აცხადებენ “თიბისი ბანკში”.

სანქციების შესაბამისობაში რჩება “საქართველოს ბანკიც”.

“ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას” – განაცხადეს “რუსთავი 2-თან”.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გამონაკლისი დაუშვა საქართველოს მოქალაქეებისთვის და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

მსგავსი თემები