უკრაინა პოლონეთიდან ხახვზე, პომიდორზე, კომბოსტოსა და ვაშლზე ემბარგოს დააწესებს

უახლოეს დღეებში უკრაინა პოლონეთიდან ხახვზე, პომიდორზე, კომბოსტოსა და ვაშლზე ემბარგოს დააწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ტარას კაჩკა ავრცელებს.

კაჩკას თქმით, უკრაინამ გადაწყვიტა გადაედგა ნაბიჯი პოლონეთიდან ხახვზე, პომიდორზე, კომბოსტოსა და ვაშლზე ემბარგოს დაწესებით, რათა დაარწმუნოს ვარშავა დაეთანხმოს მარცვლეულის ვაჭრობის ლიცენზირების მექანიზმს, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირთან თანამშრომლობით.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის ძალისხმევა მიმართულია არა პოლონეთთან ურთიერთობების გაუარესებისკენ, არამედ დავების გადაწყვეტის ცივილიზებული მეთოდების შემუშავებაზე.

კაჩკამ აღნიშნა, რომ უკრაინამ, ხუთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დაკარგა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის იმედი. სწორედ ამიტომ, 18 სექტემბერს უკრაინის მთავრობამ სარჩელი შეიტანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ. ამ დრომდე უკრაინის მთავრობას პოლონეთისგან პასუხი არ მიუღია.

მსგავსი თემები