22 წლის იუთუბერი მამამ მოკლა

22 წლის ერაყელი იუთუბერი, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მამამისმა მოკლა.

ის თურქეთში 2017 წელს, 17 წლის ასაკში გადავიდა და სამშობლოში, მიმდინარე წლის იანვარში დაბრუნდა ერაყში ოჯახის მოსანახულებლად, რადროსაც  მამამ მოკლა. თუმცა, მკვლელობა არ მიიჩნიეს „წინასწარ განზრახულად“ და მამამისს მხოლოდ ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გავრცელებული ინფორმცაიით, ტიბას მამა შვილის სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლის წინააღმდეგი იყო. იგი ასევე ეწინააღმდეგებოდა შვილის ურთიერთობას სირიელ საქმროსთან.

ტიბას სიკვდილმა გამოიწვია პროტესტი მთელ ერაყში.

 

მსგავსი თემები