ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, ჯოზეფ ბორელი პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

,,ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. გარდა ამისა, ჯოზეფ ბორელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.

აგრეთვე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. გარდა ამისა, ჯოზეფ ბორელი შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც,”- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები