ცრუ ინფორმაცია ჯემალ გამახარიას წინააღმდეგ

  •  

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას პრესსპიკერმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ვინმე გელა სხულუხია ფეისბუკგვერდზე გაზეთ „ასავალ–დასავალის“ მითითებით ავრცელებს ცრუ ნიუსს, თითქოს ჯემალ გამახარია მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესს ეწინააღმდეგება და ომისაკენ მოუწოდებს თანამემამულეებს;
ჯემალ გამახარიას განმარტებით, მსგავსი შინაარსის ინტერვიუ მას  არცერთი გამოცემისათის არასდროს არ მიუცია. როგორც გამახარია ამბობს განცხადებით, „მხოლოდ დიალოგით, მშვიდობის ენით, შერიგებით და ნდობის აღდგენით დავბრუნდებით აფხაზეთში”
“ამ განსაცდელის დღეებშიც დახმარების ხელს ვუწვდით აფხაზეთს და აფხაზებს!“
ჯემალ გამახარიამ წაიკითხა აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში, მაგრამ ვინაიდან ის დაბლოკილი აღმოჩნდა, წერილის ქვეშ კომენტარი ვერ გააკეთა. ამიტომ გადაწყვიტა ამ ფორმით აცნობოს საზოგადოებას, რომ მსგავსი მას არასდროს უთქვამს. ჯემალ გამახარია აღნიშნავს, რომ გამოცემას მოუწევს ბოდიშის მოხდა, რადგან ეს ფეიკი ემსახურება პირადად მის დისკრედიტაციას“ – აცხადებს ჯემალ გამახარია.

მსგავსი თემები