ხელჩართული ჩხუბი ბათუმში – ერთ-ერთი კლუბის დაცვამ სტუმარს სცემა

ბათუმში, ბულვარში მდებარე ერთ-ერთი კლუბის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები სტუმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას და მომხდარის ამსახველ ვიდეოკადრებს TV 25 ავრცელებს.

ინციდენტი რამდენიმე წუთი გრძელდება.

,,დაცვა მოქმედებდა ძალის გადამეტებით, რის გამოც გადავწყვიტე ვიდეო გადაღება. დაცვის თანამშრომელმა გადაღებული ვიდეოს წაშლა მომთხოვა, ხელები გადამიგრიხა და ტელეფონი გამომგლიჯა. მეგობართან ერთად ვიყავი კლუბში, აღმოჩნდა, რომ ალყაში მოგვაქციეს და ჩაგვიკეტეს გასასვლელი გზა. ვიდეოს გადაღება მეგობარმა გააგრძელა. რა თქმა უნდა საჩივარი დავწერე პოლიციაში და ველოდები რეაგირებას,” – აცხადებს მოქალაქე სოციალურ ქსელში მიმართვისას. 

მსგავსი თემები