მახაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა – დაიღუპა 27 ადამიანი

მახაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის სულ მცირე სამი ბავშვია.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება სავაჭრო ცენტრ „გლობუსთან“ მდებარე ავტომომსახურების შენობაში მოხდა. აფეთქების მიზეზი ზუსტდება.

მაშველები აფეთქების შედეგად დაზარალებულთა ძებნას აგრძელებენ.

15 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

მსგავსი თემები