დონალდ ტრამპს ახალი ბრალი წაუყენეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯორჯიის შტატმა ახალი ბრალი წაუყენა. ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ტრამპი შესაძლოა ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაში იყო ჩართული.

ტრამპს ბრალი 11 პუნქტში წარუდგინეს. ტრამპისს გარდა ბრალი წარუდგინე 18 პირს, მათ შორის არიან – თეთრი სახლის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ მედოუზი, პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი ჯეფრი კლარკი, ტრამპის იურისტი და კონსულტანტი ჯონ ისტმანი.

როგორც 41-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ სავარაუდო თანამოაზრეები “შეგნებულად და განზრახ შეუერთდნენ შეთქმულებას, რათა უკანონოდ შეეცვალათ არჩევნების შედეგი ტრამპის სასარგებლოდ”. ამასთან, დოკუმენტში ბრალდებულები მოხსენიებულნი არიან, “კრიმინალური ორგანიზაციად”.

2021 წლის იანვარში ჩაწერილია ტრამპის სატელეფონო საუბარი შტატის სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგთან, სადაც ის სთხოვს, რომ 11 780 ხმა “უპოვოს”.

მსგავსი თემები