ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს ასტანაში ერთმანეთს შეხვდებიან

დღეს ასტანაში ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს შეხვდებიან.  რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ყაზახეთს აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში ეწვევიან.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ განსახილველ საკითხებს შორის უკრაინაში რუსეთის ომიც იქნება.

არსებული ინფორმაციით, თურქეთი მუშაობს მოსკოვსა და საფრანგეთს, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე.

მსგავსი თემები