“უმაქნის მთავრობასთან გვაქვს საქმე” – ივერი მელაშვილი

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა, რომელიც დღეს სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხელისუფლების მისამართით პოლიტიკური განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, „არაფრისმაქნის, უმაქნის მთავრობასთან გვაქვს საქმე. ესენი უნდა შეიცვალონ, თუ ქვეყნის განვითარება გვინდა“.

„ეს მთავრობა წასასვლელია. არაფრისმაქნის, უმაქნის მთავრობასთან გვაქვს საქმე. ესენი უნდა შეიცვალონ, თუ ქვეყნის განვითარება გვინდა. პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ ახლა, მაპატიეთ. ვაანალიზებ იმას, რაც ხდება გარეთ. იმ თემაში, სადაც ჩართული ვარ, იქაც ვიცი რა ხდება. ამიტომ უვარგისები არიან, წასასვლელები არიან“,- თქვა მელაშვილმა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 28 იანვარს სასმართლომგირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.

21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

მსგავსი თემები