ვირუსით 1 597 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 331 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 189 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.65%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  605 360-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.62% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.17%.

მსგავსი თემები