მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ – ”რუსთავი 2”

  “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყრდე მეუფე შიოს წამლავდნენ. მედიის ცნობით,  ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ კი 1 კვირის წინ იყო. ”რუსთავი 2-ის” ინფორმაციითვე, ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.