გორში მომხდარი სასტიკის მკვლელობის ახალი დეტალები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ადგილობრივების ინფორმაციით,  კაცი ხვთისო პეტრიაშვილია, იგი მეუღლესთან ერთად სოფელ რეხაში გორიდან საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა.  მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით გაიგონეს გასროლის ხმა. ადგილზე მისულებს კი შემზარავი სურათი დახვდათ.

ღვთისო პეტრიაშვილი ყოფილი პოლიციელია. მისი ერთ-ერთი ნათესავის ინფორმაციით, ყოფილ პოლიციელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა, თუმცა, ბოლო პერიოდში მედიკამენტების მიღება შეწყვიტა.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 109-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები