,,რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვარი არ აქვს”- შალვა პაპუაშვილი ჰესის აფეთქებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კახოვკაში, რუსეთის ძალების მიერ  ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვარი არ აქვს.

„დნიპროს რეგიონში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის კატასტროფული შედეგით. რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვარი არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს ყველა რეგიონზე და მის ფარგლებს გარეთ. მოვუწოდებთ ევროკავშირს და სხვებს, ვისაც აქვს ეფექტური გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები, უფრო ენერგიულად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი თემები