”რეტროს” მფლობელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა

რესტორან “რეტროს“ მფლობელ თეიმურაზ ვარშანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

თეიმურაზ ვარშანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორს გირაოს თანხის, 5 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს.

სასამართლო სხდომაზე, ”რეტროს” მფლობელმა საზოგადოებას ხმამაღალი საუბრისთვის ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ ხელი არავისთვის დაურტყამს.

ცნობისთვის,  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივნისს, ბათუმში, კაფე „რეტროში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაფის მეპატრონემ ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ძალადობა განახორციელა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

მსგავსი თემები