,,80 ქალაქი და სოფელი დატბორილია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ძალების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად, 80 ქალაქი და სოფელი დაიტბორა. მისი თქმით, რუსეთმა გარემოს მასობრივი განადგურების ბომბი ააფეთქა.

,,დღეს რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ საფრთხეს წარმოადგენენ ყველასთვის და ყველაფრისთვის. მათ ააფეთქეს კახოვკას კაშხალი. ეს იყო მიზანმიმართული და წინასწარ მომზადებული აფეთქება. მათ კარგად იცოდნენ, რას აკეთებდნენ. 80 ქალაქი და სოფელი დატბორილია. ევაკუაცია დაწყებულია, მაგრამ სამწუხაროდ, ტრაგედია უფრო მასშტაბურია. მილიონობით ადამიანისთვის ის იყო სასმელი წყლის წყარო, ახლა აღარ იქნება და რა შედეგი მოყვება გარემოსთვის ჯერ დასადგენია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები