უკრაინის მიერ დასანქცირებულ „ჯორჯან ეარვეისის“ დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს „მედიაცენტრი მთავარი“ ესუბრა. როგორც მან გვითხრა, უკრაინაში წასვლას მაინც არ აპირებდა და ეს სანქცია მისთვის და მისი კომპანიისთვის ხელის შემშლელი ვერ იქნება.
„ზელენსკი და მისი „კამანდა“ რას გააკეთებს, ეს მისი საქმეა. მე მის სამქეებში არ ვერევი. უკრაინაში წასვლას ჩვვერ არ ვაპირებთ. ეს ჩვენთვის ხელის შემშლელი ვერ იქნება, კარგად იყოს ყველა. რატომ იმ კომპანიებს არ ასანქცირებს, ვინც დიდი ხანია რუსეთში დაფრინავს? თუ ვაჟკაცია, დაასანქციროს ყველა. 2008 წელს უკრანელებიც ხომ დაფრინავდნენ მოსკოვში, რატომ ჩვენ არ დავასანქცირეთ? რაც მან გააკეთა, ეს მისი საქმეა. პასუხის გაცემა არაფერს ნიშნავს. საკუთარმა პრეზიდემტმა გამომიცხადა ბოიკოტო და ზელენსკისი რა უნდა გამიკვირდეს“ – განუცხადა თამაზ გაიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.