,,ზელენსკის არ უხსენებია საქართველო ბელორუსიის კონტექსტში”- ხატია დეკანოიძე

ოპოზიცინერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმიანება და  სოციალური ქსელში პოსტს ავრცელებს. მისი თქმით, ზელენსკის საქართველო ბელარუსის კონტექსტში არ უხსენებია.

„ზელენსკიმ თქვა, რომ იქნება მშვიდობა ნატოსთან ერთად ან ომი/ოკუპაცია რუსეთთან ერთად. მას არ უხსენებია საქართველო ბელორუსიის კონტექსტში. მან უსფართხოებას გაუსვა ხაზი, რომ საქართველოც იტანჯება ოკუპაციის ქვეშ. გამოსავალი არის ნატოში გაწევრიანება. თქვა, რომ ნატო არის მშვიდობა! პროპაგანდა ისედაც აკეთებს ინტერპრეტაციებს“, – წერს ხატია დეკანოიძე.

 

,,ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს ერთი და იმავე უკანონობის მორევში” – ზელენსკი

მსგავსი თემები