უკრაინის ხელისუფლებამ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორის, თამაზ გაიაშვილის გარდა, ქართველი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელიც დაასაქცირა.
როგორც სანცირებული პირების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია განმარტებული, ,,სუბიექტი პასუხისმგებელია ქმედებების მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”.
,,მან მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასა და ყირიმთან დაკავშირებით. ავრცელებს ნარატივებს კრემლის პროპაგანდის შესაბამისად რუსეთის ქმედებების მხარდასაჭერად,”- ნათქვამია ინფორმაციაში.