,,რუსეთს  150 000 ადამიანი ჰყავს რეზერვში ახალი შეტევისთვის, კიევი ძლიერად ემზადება ასეთი სცენარისთვის”- ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას 150 000 ადამიანი ჰყავს რეზერვში უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევისთვის. მისივე თქმით, კიევი ძლიერად ემზადება ასეთი სცენარისთვის.

,,ჩვენ გვესმის საფრთხეები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ამისთვის ვემზადებით ძალიან ძლიერად. პრეზიდენტი ყოველდღიურად ურთიერთობს თავის უცხოელ კოლეგებთან სამხედრო დახმარების საკითხზე და ყოველდღიურად გრძელდება მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ეს არის გამოწვევა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევას გადავლახავთ, რადგან 2022 წლის 24 თებერვალი გაცილებით რთული იყო. მაშინ მარტო ვიყავით აგრესორი ქვეყნის პირისპირ და არ გვჯეროდა ჩვენი გამარჯვების“, – განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, მობილიზაციის დროს რუსეთში 300 000 ადამიანი გაიწვიეს – 150 000 უკვე გაგზავნილია ფრონტზე, დანარჩენი 150 000 კი – რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსის სხვადასხვა პოლიგონზე წვრთნებს გადის.

 

მსგავსი თემები