,,დღეს თბილისში რუსეთიდან თვითმფრინავები მიფრინავენ, ხვალ წავლენ ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები”- გონჩარენკო 

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო სერგეი ლავროვის გარემოცვის მიერ, საქართველოში გამართული ქორწილის გარშემო განვითარებულ  მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, ფაქტობრივად, ხელისუფლება საქართველოს რუსეთს უერთებს.

,,რუსეთი არ ეყოთ, საქართველოში უნდა გაატარონ დრო და გადაიხადონ ქორწილი. კარგი არჩევანი გაუკეთებია ლავროვის შვილს, მაგრამ ქართველებმა არ მოისურვეს მისი სტუმრობა. სამარცხვინოა, რომ ქართული პოლიცია არა ქართველებს იცავს ლავროვებისგან და ვინოკუროვებისგან, არამედ, ამ არამზადებს იცავს. რა სირცხვილია, ივანიშვილი და “ქართული ოცნება” საქართველოს პუტინსა და ლავროვს უფენს ფეხქვეშ. ყველასთვის გასაგებია, დღეს თბილისში რუსეთიდან თვითმფრინავები მიფრინავენ, ხვალ წავლენ ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები. ქართველებს ეს კარგად ესმით უკრაინის მაგალითზე, მაგრამ ხელისუფლება ფაქტობრივად უერთებს საქართველოს რუსეთს, აი ასე ჩანს ეს ყველაფერი და იმედი მაქვს, ქართველები შეძლებენ ქვეყნის დაცვას. ძვირფასო მეგობრებო, ძმებო და დებო, ყველაფერი თქვენ ხელშია”,- აცხადებს გონჩარენკო.

 

მსგავსი თემები