კადიროვი ამტკიცებს, რომ დასავლურ სადაზვერვო სამსახურებს მისი მოშორება სურთ

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამტკიცებს, რომ ევროპის სადაზვერვო სამსახურები უკრაინის დახმარებით  მის წინააღმდეგ ტერაქტებს ამზადებენ, რადგან ის ხელს უშლის მათ „რუსეთის განადგურებაში“.

კადიროვი მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა 1990-იანი წლებიდან “ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ კავკასია რუსეთისთვის წაერთმიათ”, მაგრამ მისი თქმით, მათ ამაში ხელს უშლის.

,,ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიდან მომიშორონ…არის ინფორმაცია, რომ ევროპული სპეცსამსახურები უკრაინულის მეშვეობით ჩემ წინააღმდეგ ტერაქტებს ამზადებენ”, – აცხადებს კადიროვი.

დასავლეთის სანქციები, კადიროვის თქმით, მიზნად ისახავს მოქალაქეთა უკმაყოფილების გამოწვევას, არეულობის პროვოცირებას და ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს. „მაგრამ არაფერი მომხდარა, აბსოლუტურად არაფერი მომხდარა“, – განაცხადა კადიროვმა.

მსგავსი თემები