“სწავლის დაწყებისა და არჩევნების თარიღების შეცვლისთვის დღეს საფუძველი არ არსებობს” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სწავლის დაწყების გადადებისთვის წინაპირობა არ არსებობს.

მისივე თქმით, ასევე არ არსებობს იმის საფუძველი, რომ არჩევნების თარიღი შეიცვალოს.

„დღეის მდგომარეობით, არანირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს. ასევე, არ არსებობს არანირი საფუძველი არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილებაზე სასაუბროდ“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები