,,გავაგრძელებთ დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს” – სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ფრენებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის,  ვედანტ პატელის განცხადებით, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესრულება მზარდად შემაშფოთებელი იქნება არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ დასავლური ქვეყნებისთვისაც.

მისივე თქმით, მთელი დასავლური სამყარო დისტანცირდა რუსეთისგან და ახლა არ არის რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო.

,,თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება, ეს იქნება მზარდად შემაშფოთებელი, არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ სხვა დასავლური ქვეყნებისთვისაც. ასევე კომპანიებისთვის, რომლებიც შესაძლოა, მუშაობდნენ საქართველოს აეროპორტიდან, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური სამყარო დისტანცირდა რუსეთისგან და ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არ არის დრო რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის.

ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით და ნათლად ვისაუბრეთ იმ ფაქტზე, რომ ისევე, როგორც ბევრ დასავლურ ქვეყანას, მიღებული გვაქვს ზომები ჩვენს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შემოსვლის აკრძალვისთვის ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ სიტუაციაზე დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს”, – განაცხადა პატელმა.

მსგავსი თემები