რუსეთმა ომში 200 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 200 590 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, რუსების სამხედრო დანაკარგი ასე გამოიყურება –  ჯარისკაცი – დაახლოებით 200 590;
​ტანკი – 3 771; ჯავშანტექნიკა – 7 365; საარტილერიო სისტემა – 3 166; სარაკეტო სისტემა – 562;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 318; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 748;  საკრუიზო რაკეტები – 982;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 067; გემი/ნავი/კატარღა – 18;  სპეციალური აღჭურვილობა – 417.

მსგავსი თემები