ენტონი ბლინკენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას არ გამორიცხავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას, არ გამორიცხავს.  ამის შესახებ მან ბლინკენმა  რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემთან დისკუსიის დროს განაცხადა.

სენატორ გრეჰემის კითხვაზე, ”თვეები გავიდა და არაფერი მომხდარა. ბატონო სახელმწიფო მდივანო, ძალიან მომწონხართ, მაგრამ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არასოდეს გამოაცხადებთ?” – აშშ-ს სახელმწიფოს მდივანმა უპასუხა: „არასოდეს თქვა არასოდეს“.

რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად გამოცხადება, მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციას გამოიწვევს და აიძულებს აშშ-ს დააწესოს დამატებითი შეზღუდვები ქვეყნებზე, რომლებიც კრემლთან ერთად მოქმედებენ.

მსგავსი თემები