,,ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში და ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან, ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს პერმანენტულად,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც დაანონსებულ აქვიებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე სპეკულიანტები არიან.
,,მე გაგახსენებთ ვინ არიან ვაშაძე და ხოშტარია. ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში და ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან, ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს პერმანენტულად და ეს ადამიანები დღეს სპეკულირებენ იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები. აქედან პირდაპირ ჩანს რომ ისინი არიან უბრალოდ სპეკულანტები, ერთს ჰყავს რუსი მდგმური, რუსეთის მოქალაქე რუსი მდგმური და მეორე რუსულ რუბლებს იღებს პერმანენტულად რუსეთის ბიუჯეტიდან. სპეკულიანტის გარდა რა შეიძლება დაერქვას ვაშაძეს და ხოშტარიას და მთლიანად ამ კასტას, რასაც ჰქვია კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა კობახიძემ.