,,რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ”- დღეს, 19:00 საათზე აქცია გაიმართება

,,რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ”, – დღეს, 16 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტის უკან მოქალაქეები რუსეთთან პირდაპირი ფრენებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

,,მაშინ როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და ქართველი მეომრები უკრაინაში რუსულ ხომალდებს ებრძვიან, საქართველოს მთავრობა მწვანე შუქს უნთებს პირდაპირ ფრენებს რუსეთთან.

ეს ქმედება არის ამორალური, არაპრინციპული და უპატივცემულო ქართველი გმირების მიმართ და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ნებას, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, ვიკრიბებით 16 მაისს, 19 საათზე პარლამენტის უკან, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში რუსული ხომალდის დაჯდომას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია ”აზიმუტს” 15 მაისს მისცა.  პირველი რეისი  19 მაისს შესრულდება.  გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია ფრენებს კვირაში შვიდჯერ განახაროციელებს.

მსგავსი თემები