,,ვქმნით კოალიციას თანამედროვე დასავლური თვითმფრინავებისთვის პილოტების მოსამზადებლად”- ზელენსკი

,,ჩვენ ვქმნით კოალიციას თანამედროვე დასავლური თვითმფრინავებისთვის პილოტების მოსამზადებლად,”- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებს დიდი ბრიტანეთი და  პოლონეთი უკვე დათანხმდნენ. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებას საფრანგეთი და სხვა პარტნიორებიც შეუერთდებიან.

,,ვბრუნდებით სახლში თავდაცვის ახალი პაკეტებით. უფრო მეტი ახალი და ძლიერი იარაღი ფრონტის ხაზისთვის. მეტი დაცვა ჩვენი ხალხისთვის. მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა. ჩვენი მშვიდობის ფორმულა ყველა შეხვედრაზე განიხილებოდა. გვაქვს უფრო მეტი მხარდაჭერა ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მიმართ. მეტი გააზრება იმისა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება მოხდება და ეს გარდაუვალია. ჩვენ ვქმნით კოალიციას თანამედროვე დასავლური თვითმფრინავებისთვის პილოტების მოსამზადებლად. დიდი ბრიტანეთი დათანხმდა, პოლონეთი დათანხმდა და დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას საფრანგეთი და სხვა პარტნიორებიც შეუერთდებიან. ვაგრძელებთ მუშაობას თვითმფრინავების კოალიციაზე და აქტიურად მივდივართ წინ. ამ დღეებში მთავარი შედეგი არის ახალი იარაღი უკრაინისთვის. ჩვენი გამარჯვება უფრო ახლოსაა,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები