დეკემბერში Covid-19-ს თითქმის 10 000 ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში Covid-19-ს თითქმის 10 000 ადამიანი ემსხვერპლა.

,,მიუხედავად იმისა, რომ  COVID-19 აღარ არის გლობალური ჯანდაცვისთვის საგანგაშო, ვირუსი ჯერ კიდევ ცირკულირებს და კლავს…  სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემები მიუთითებს დეკემბრის განმავლობაში გადაცემის ზრდაზე, რაც გამოწვეულია შვებულების პერიოდში შეკრებებით და JN.1 ვარიანტით, რომელიც ახლა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ვარიანტია”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მსგავსი თემები