,,ავად გახდა”- როგორია ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა

რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინე ზატულინის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ავად გახდა.

,,არაფერია ზებუნებრივი, ეს არ არის კოვიდ, უბრალოდ, ადამიანი ავად გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ავად გახდა, მან თავის მოვალეობად ჩათვალა მოსკოვში ჩამოსვლა, შემდეგ კი იმავე დღეს საღამოს მინსკში გამართა ღონისძიებები. ალბათ ცოტა დასვენება სჭირდება, სულ ეს არის”, – განაცხადა ზატულინმა.

ცნობისთვის, 9 მაისს ლუკაშენკო მოსკოვში აღლუმზე იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ლუკაშენკომ კრემლში, პუტინის მიერ გამართულ სადილზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან  აღლუმის შემდეგ, მოულოდნელად ავად გახდა და მოსკოვი დატოვა.

 

მსგავსი თემები